სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო- კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - “სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის” მისიაა სოციალური პრობლემების სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე სოციალური ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.